Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

„ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია

2026 წლის 10 იანვარს, ქ. ტრაპიზონში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, „ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა ხაზი გაუსვა შავიზღვისპირეთში ახალი ქართული დიასპორული ორგანიზაციის გახსნის მნიშვნელობას როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ისე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ტრაპიზონის მერი, აჰმეთ მეთინ გენჩი, ორთაჰისარის რაიონის მერი, აჰმეთ ქაია, საქართველოს პარლამენტის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები და თურქეთში მცხოვრები ქართველები.