ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქ. სამსუნში
მ/ წლის 16-17 თებერვალს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა საქართველოს პარლამენტის, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ა/რ დელეგაციებთან ერთად შეხვედრები გამართა ქ. სამსუნში.
დელეგაციის წევრები ქალაქ სამსუნის გუბერნატორს ორჰან თავლის, სამსუნის მერს ჰალით დოღანს და ქ. უნიეს მერს ჰუსეინ თავლის შეხვდნენ.
შეხვედრებზე განიხილეს სამსუნსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დანიშვნის, სოციო-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრები გაიმართა ასევე სამსუნის, ჩარშამბას, სალიფაზარის, ორდუს, ფაცასა და უნიეს დიასპორულ ორგანიზაციებთან.
ქ. სამსუნში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო "სამსუნის ქართული კულტურის ასოციაციის" გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.
შეხვედრებს ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, პარლამენტის წევრები ანზორ ბოლქვაძე და გიორგი ჭყონია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა თურმანიძე,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნინო ცხვარაძე, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დიანა მალაზონია, მრჩეველი ბელა გომურაშვილი, ქ. ტრაპიზონში ვიცე-კონსული თემურ ტარტარაშვილი, მრჩეველი ირაკლი ციბაძე.