Miray Cruises-ის საკრუიზო ტურები შავიზღვისპირეთში
მ/წლის 6 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კომპანია Miray Cruises-ის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო.
თურქეთის პირველი საკრუიზო კომპანია 2026 წლიდან შავიზღვისპირეთში ერთ კვირიან ტურებს განახორციელებს. 1200 მგზავრზე გათვლილი საკრუიზო გემი, რომელიც ტურს სტამბოლიდან დაიწყებს, ბათუმის ნავსადგურშიც შევა.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა რეგიონული საზღვაო ტურიზმის განვითარების ძირითადი ასპექტები. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვის საკრუიზო ტურიზმის პოტენციალზე და ხაზი გაუსვეს, რომ Miray Cruises-ის ახალი მარშრუტი დიდ წვლილს შეიტანს რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.
