დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2026 წლის 18 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში, ნიკოლოზ იაშვილი, დაესწრო ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - „ეს ჩემი საქართველოა“.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ორთაჰისარის მერი აჰმეთ ქაია, შავიზღვისპირეთის რეგიონში მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების წარმომადგენლები, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და თურქეთში მცხოვრები ქართველები.
