Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა სასტუმრო ჰილტონის წარმომადგენლებთან

2025 წლის 06 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში, ბატონი ნიკოლოზ იაშვილი, სასტუმრო „ჰილტონ ტრაბზონ“-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ქალბატონ ბერნა ომურს და ბატონ ჰაქან ქოსეს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, გენერალურ კონსულს მიეწოდა ინფორმაცია ქ. ტრაპიზონში სასტუმრო ჰილტონში არსებული სერვისების, ტარიფების, პოტენციალისა და ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ, რაშიც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, საქართველოდან ჩამოსული სტუმრებისთვის მაღალი დონის მომსახურებისა და გამორჩეული პირობების შეთავაზების საკითხს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტთა ნაკადი ორ ქვეყანას შორის. თურქეთის შავიზღვისპირეთთან დაკავშირებული შიდა ტურებისა და ტურისტული მარშრუტების დიდ ნაწილში, უკვე, ჩართულია ქ. ბათუმიც, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და ორი ქვეყნის უფრო მეტად დაახლოების პროცესს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველყოფას, რომლებიც სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, მიემგზავრებიან თურქეთში, მათ შორის, ქ. ტრაპიზონში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქ. ტრაპიზონში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში, ფესტივალებსა და სპორტულ ასპარეზობებში ქართული მხარის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ამ მხრივ, სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან და უზრუნველყონ მაღალი დონის მომსახურება საქართველოს წარმომადგენლებისთვის.