ქაჩქარის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
2026 წლის 17 აპრილს, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი რიზეში ქაჩქარის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო.
გამოფენის ფარგლებში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე, ნატალია კვაჭანტირაძე, რიზეს გუბერნატორი, იჰსან სელიმ ბაიდაში, ართვინის გუბერნატორის მოადგილე, ბერქერ ჩირაქი, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, ასევე სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.
