სამუშაო შეხვედრები სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით
2025 წლის 16-20 იანვარს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, ნიკოლოზ იაშვილი ტრაპიზონის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ სამედიცინო ტურიზმის B2B ფორმატის შეხვედრებს დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ქ. თბილისის კერძო და საჯარო სამედიცინო დაწესებულებების ოფიციალური წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის ხელმძღვანელობით.
სამედიცინო ტურიმზის ოთხდღიანი პროექტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ მოინახულა ტრაპიზონის ყველა წამყვანი კლინიკა და საავადმყოფო, ასევე გამართა 200-მდე შეხვედრა ტრაპიზონის მედიცინის დარგის წამყვან პირებთან.
პროექტის მიზანი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ქ. ტრაპიზონსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება, ხელშეწყობა და არსებული კავშირების გაღრმავებაა.