Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. თბილისის ვიცე-მერისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრების ვიზიტი ქ. სამსუნში

მ/წ 5-8 მარტს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა ქ. თბილისის ვიცე - მერ ანდრია ბასილაიასთან, ქ. თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესთან, დედაქალაქის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძესთან, თბილისის მერიის სამსახურის პროტოკოლის ხელმძღვანელ ირაკლი ჭინჭარაულთან და საკონსულოს მრჩეველ ირაკლი ციბაძესთან ერთად შეხვედრები გამართა ქ. სამსუნში ოლქის გუბერნატორთან ორჰან ტავლისთან და მეტროპოლიტენის მერთან ჰალით დოღანთან.
მხარეებმა ისაუბრეს თბილისისა და სამსუნის დამეგობრების, ორ ქალაქს შორის საჰაერო მიმოსვლის პროექტების თაობაზე, იმსჯელეს ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს ორი ქალაქის დაახლოებას.
სამსუნში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვდა ოლქის ტურიზმის განვითარების, სამედიცინო ტურიზმის, საავადმყოფოების ხელმძღვანელობებს და სასტუმროების ადმინისტრატორებს, იმსჯელეს სამედიცინო ტურიმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.
გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა მოინახულა ქართველი პაციენტები, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა „ანადოლუში“.
ქართული დელეგაცია ასევე ესტუმრა ‘“სამსუნის ქართული კულტურის ასოციაციას“. ასოციაციის წევრებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ასოციაციაში ქართული ენის შემსწავლელი კურსებისა და დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ.