აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ართვინში
2026 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ართვინის რეგიონს ეწვია, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ართვინის გუბერნატორთან, თურან ერგუნთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკურ, სავაჭრო, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ზურაბ პატარაძემ ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტზე ისაუბრა, რომელიც საზღვართან გადაადგილებას გაამარტივებს და ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქაჩქარის საბაჟოებისა და საგარეო ვაჭრობის რეგიონული სამმართველოს უფროსი ალფ გირაი და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
