Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი რიზეში

2026 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით რიზეს რეგიონს ეწვია, სადაც რიზეს გუბერნატორთან, იჰსან სელიმ ბაიდაშთან  შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს აჭარასა და რიზეს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, საუნივერსიტეტო კავშირების განმტკიცებისა და სხვადასხვა მიმართულებით რეგიონული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, კერძოდ, ოთხსეზონიანი ტურიზმის ხელშეწყობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და DEİK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.