ქართული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის საღამო ქ. ორდუში
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად ორდუს ქართული კულტურისა და განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ქართული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის საღამოს დაესწრო.
ღონისძიებას, რომელიც აჭარის ა/რ-ის აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური პირები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.