Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის "საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე"

მ/წ 14 მაისს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები რიზეს რეჯეფ ტაიფ ერედოღანის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ „საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალს“ დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა წარადგინეს ქართული სტენდი, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს და დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები.