Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ტრაპიზონში

2026 წლის 9 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ტრაპიზონის გუბერნიას ეწვია, სადაც ტრაპიზონის გუბერნატორთან, თაჰირ შაჰინთან და მუნიციპალიტეტის მერთან, აჰმეთ მეთინ გენჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონული კავშირების განმტკიცებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი და DEİK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.