Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ტრაპიზონში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ტრაპიზონში

2026 წლის 9 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ტრაპიზონის გუბერნიას ეწვია, სადაც ტრაპიზონის გუბერნატორთან, თაჰირ შაჰინთან და მუნიციპალიტეტის მერთან, აჰმეთ მეთინ გენჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი რიზეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი რიზეში

2026 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით რიზეს რეგიონს ეწვია, სადაც რიზეს გუბერნატორთან, იჰსან სელიმ ბაიდაშთან შეხვედრა გამართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ართვინში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ართვინში

2026 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით  ართვინის რეგიონს ეწვია, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ართვინის გუბერნატორთან, თურან ერგუნთან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

ქაჩქარის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

ქაჩქარის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

2026 წლის 17 აპრილს, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი რიზეში ქაჩქარის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2026 წლის 18 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში, ნიკოლოზ იაშვილი, დაესწრო ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - „ეს ჩემი საქართველოა“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ტრაპიზონის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ტრაპიზონის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან

2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ტრაპიზონის ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან, თაჰირ შაჰინთან.

„ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია

„ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია

2026 წლის 10 იანვარს, ქ. ტრაპიზონში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, „ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

Miray Cruises-ის საკრუიზო ტურები შავიზღვისპირეთში

Miray Cruises-ის საკრუიზო ტურები შავიზღვისპირეთში

მ/წლის 6 ნოემბერს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კომპანია Miray Cruises-ის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ტრაპიზონის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ტრაპიზონის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

2025 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ კონსულმა ქ. ტრაპიზონში, ნიკოლოზ იაშვილმა ტრაპიზონის ადვოკატთა ასოციაციის უცხოელთა და მიგრაციის სამართლის კომისიის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.